მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასიურად სარგებლობენ ინტერნეტით (3 ინტერნეტმომხმარებლიდან 1 ბავშვია მსოფლიო მასშტაბით), ძალიან ცოტა რამ კეთდება ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად და უსაფრთხო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარ წლიურ ანგარიშში. მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017: ‘ბავშვები ციფრულ სამყაროში’ წარმოადგენეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილ […]
