News

კვლევის პრეზენტაცია “არასრულწლოვანთა საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი” გაიმართა
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მიერ ორგანიზებული კვლევის პრეზენტაციას სასტუმრო „ბილტმორმა“ 2024 წლის 9 ივნისს უმასპინძლა. კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს შეეხო, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსის 2020 წელს ამოქმედების შემდგომ, ამ კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების უფლებამოსილებას. მოხსენებაში ასევე მიმოიხილა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში […]

კვლევის პრეზენტაცია – “არასრულწლოვანთა საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”
კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს ეხება, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსის 2020 წელს ამოქმედების შემდგომ, ამ კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების უფლებამოსილებას. მოხსენებაში ასევე მიმოიხილება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დასაცავად მიღებული მნიშვნელოვანი ზომები და დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი შესაბამისი რეკომენდაციები. მოხსენება […]

პროექტი – “არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”
“არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი” ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მიერ ინიცირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს ეხება, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებებს.ინტერნეტსაზოგადოების მხარდაჭერით ორგანიზებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მოხსენება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დასაცავად […]

წყალქვეშა კაბელები
ეს თვალისმომჭრელი კოლაჟი ის უხილავი ძალაა, რომელიც ოკეანის ფსკერიდან მართავს თანამედროვე ინტერნეტს. ვიზუალურ მხარესთან ერთად, წყალქვეშა კაბელებს გასაოცარი მდგრადობაც ახასიათებთ. სწორედ ამის გამოა, რომ ყოველწლიურად მათი დაზიანების მხოლოდ 200-მდე შემთხვევა ფიქსირდება.2006 წელს ტაივანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, მიწისქვეშა ბიძგებით, რვა წყალქვეშა კაბელი გაწყვიტა, რამაც ტაივანში, ჰონგ კონგში, ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ფილიპინებში ინტერნეტის შეფერხება […]

ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთელი ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 99% წყალქვეშა კაბელებში გადის. დედამიწის ოკეანეების ფსკერზე დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია განთავსებული.სწორედ ამ კაბელებზეა დამოკიდებული არამხოლოდ გლობალური ინტერნეტისა და თანამედროვე საინფორმაციო ეპოქის ბედი, არამედ ტრილიონობით დოლარის ყოველდღიური ტრანზაქცია.გლობალური სატელეკომუნიკაციო ისტორია 150 წლის წინ, 1850 წელს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის პირველი კომერციული […]

მსოფლიოს მასშტაბით რამდენი ადამიანი იყენებს ინტერნეტს?
ინტერნეტს 5,35 მილიარდი ადამიანი, გლობალური მოსახლეობის, დაახლოებით, 59.6%, იყენებს. ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება, რადგან ტექნოლოგიებზე წვდომა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, განსაკუთრებით განვითარებად რეგიონებში. გლობალური მასშტაბით, ინტერნეტის გამოყენებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს:ტექნოლოგიური მიღწევები: ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებამ (ფართოზოლოვანი და მობილური ქსელები) ინტერნეტზე წვდომა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.ხელმისაწვდომობა: ინტერნეტით ჩართული მოწყობილობების ღირებულება მნიშვნელოვან გავლენას […]

კონკურსი “ციფრული წიგნიერების სკოლის” ლექტორები
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფი აცხადებს კონკურსს ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://isoc.ge/1924/ “ციფრული წიგნიერების სკოლაში” ლექციებს გაუძღვებიან შემდეგი მოწვეული ლექტორები: 📣 ქეთევან კუკავა „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი და „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის […]

კონკურსი თემაზე “ციფრული წიგნიერების სკოლა”
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფი აცხადებს კონკურსს ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად! სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები: 🔹 პერსონალურ მონაცემთა დაცვა; 🔹 ციფრული წიგნიერება; 🔹 დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები; 🔹 ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია. 🗓️ ციფრული წიგნიერების სკოლა ჩატარდება ორ ნაკადად: 2023 წლის 18-19 ნოემბერსა და 2-3 დეკემბერს თბილისში. პროგრამა […]

CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა
2023 წლის 21 სექტემბერს, 13:00 საათზე ჩატარდა CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა. საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ (ISOC) და “კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული მემორანდუმით შექმნილ “საკონსულტაციო საბჭოს”, რომელშიც დაბალანსებულად წარმოდგენილნი არიან შემდეგი პირები: რეგისტრატორები; ინტერნეტ სერვისის, ვებ-ჰოსტინგის და სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერები; სახელმწიფო ორგანოები; Საზოგადოებრივი ორგანიზაციები; მომხმარებელთა უფლებების დამცველები. სხდომაზე განხილული საკითხები: სტატისტიკური […]

აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა 2023 წლის არჩევნების შედეგები ცნობილია
2023 წლის 14-16 ივნისის არჩევნების შედეგად აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულნი არიან: 1. დავით ბირმანი 2. გიორგი გიორგანაშვილი 3. მერაბ გოცირიძე 4. მეჰმან იბრაგიმოვი 5. მამუკა მონავარდისაშვილი 6. ქეთევან რეხვიაშვილი 7. კონსტანტინე სტალინსკი აღმასრულებელი საბჭოს კრების შედეგად, საერთო ხმებით საბჭოს თავმჯდომარედ აირჩა ქეთევან რეხვიაშვილი; საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩა დავით ბირმანი; საბჭოს ხაზინადარად აირჩა მამუკა მონავარდისაშვილი. არჩევნები […]

2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები
მიმდინარეობს 2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები, რომელიც ტარდება ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ. 2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად ამ პერიოდისთვის დასახელებულნი არიან შემდეგი პირები: 1.დავით ბირმანი საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტი, ციფრული პროდუქტების, მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი 24-წლიანი გამოცდილებით ISOC Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე (2021-2022) და .GE დომენის თემატური ჯგუფის წევრი ინტერნეტის ენთუზიასტი, ფორუმელი, ბლოგერი […]

იმართება კონფერენცია თემაზე “ინტერნეტი, ინოვაციები და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი”
📣2023 წლის 9 მაისს, 11:00 საათზე ჰოლიდეი ინ თბილისში (მისამართი: 26 მაისის მოედანი 1) იმართება “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს” მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე “ინტერნეტი, ინოვაციები და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი”. კონფერენციის მსვლელობისას პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ ანალიტიკურ ნაშრომებს და ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც ინტლექტუალური სამართლის ინოვაციებსა და ტექნოლიგიებთან ურთიერთმიმართებას ეხება. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ანალიტიკური ნაშრომები […]

კონფერენცია თემაზე “სამართალი, ტექნოლოგიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა”
2023 წლის 28 თებერვალს, 11:00 საათზე შედგა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს კონფერენცია თემაზე “სამართალი, ტექნოლოგიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა” სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ შემდეგი სპიკერები: რატი სხირტლაძე, “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან კუკავა, “სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი კახაბერ გოშაძე, ასოცირებული პროფესორი, […]

ინტერნეტსაზოგადოება საქართველო აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ინტერნეტ სამართლის თემატური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ბაკალავრიატისა (მე-2, მე-3 და მე-4 კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ პირს თუ უნივერსიტეტის დამთავრებიდან არ არის გასული 5 წელი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ აბსტრაქტი (არა უმეტეს 500 სიტყვა) და რეზიუმე 2023 წლის 22 თებერვლამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: […]

ესეების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულმა სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს
2022 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია, სადაც ესეების კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. შეგახსნებეთ, რომ 2022 წლის 12 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოაცხადა ესეების კონკურსი, თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ ჰონორარს 150 აშშ დოლარის […]

ლოკალური დომენი .tbilisi და .batumi
ისეთი დომენური ზონა, როგორიცაა .tbilisi (ანალოგიურად .batumi) წარმოადგენს უმაღლესი დონის დომენს (TLD). ანალოგიურად გამოიყურება ზედა დონის ნაციონალური დომენი – .ge მას ჩვეულებრივ იყენებენ ქალაქებში არსებული ორგანიზაციები და ბიზნესები, რომლებიც ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ კავშირს ამ კონკრეტულ ქალაქთან. აღნიშნული დომენი შესანიშნავი ვარიანტია ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ურბანული პროექტებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, თვითმმართველობისთვის, სავაჭრო პალატებისა და სხვა […]

ერთსიმბოლოიანი დომენი
დომენური სახელი მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. იგი შედგება ორი ნაწილისგან: სერვერის სახელი და ბოლო ნაწილი ანუ დომენის სახელი. საიტის სახელი შეიძლება იყოს ერთ სიმბოლოიანი, რაც გულისხმობს წერტილის მარცხენა მხარეს დაწერილ სიმბოლოს. მაგალითად, ასეთია a.com მსგავსი ტიპის დომენური სახელები მათი ლაკონურობისა და იშვიათობის გამო ძალიან ღირებულად ითვლება. შესაბამისად, მათი შეძენა საკმაოდ […]

ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ახალი აღმასრულებელი საბჭო
2022 წლის 22 ივნისიდან 28 ივნისამდე მიმდინარეობდა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საზოგადოების 57 წევრმა 62-დან (92%). საარჩვენო კომისიის მიერ ონლაინ კენჭისყრის ჩასატარებლად არჩეულ იქნა სისტემა Electionrunnner. მოცემული სისტემა უზრუნველყოფს კენჭისყრის ანონიმურობას. Electionrunner-ის საშუალებით ელექტრონული საარჩევნო ბიულეტენი გაეგზავნა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ყველა წევრს. კენჭისყრაში მონაწილეს შეეძლო ხმა მიეცა 10 კანდიდატიდან არანაკლებ ერთი და არაუმეტეს […]

ISOC – GEORGIA-ს აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები 2022
ა(ა)იპ ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს 2022 წლის არჩევნები ახლოვდება! კანდიდატების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://drive.google.com/file/d/1GTTBL6ZBdWjLNCwizahTRRJyMeYBsEik/view

ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და კავკასუს ონლაინ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 6 ივნისს ა(ა)იპ ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და კავკასუს ონლაინ-ს შორის გაფორმდა Ge დომენის ადმინისტრირებისა და მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის გაფორმების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსის, Ge ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების, მართვისა და რეგისტრაციის პროცესის მოცემულ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების და დამკვიდრებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად წარმართვას და ამ პროცესში ადგილობრივი ინტერნეტსაზოგადოების […]

VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022
2022 წლის 19-20 სექტემბერს იმართება VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ინტერნეტსაზოგადოება საქართველო მიმართულება: კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსლინგვისტიკა, კომპიუტერული ლექსიკოგრაფია, კორპუსული ლექსიკოგრაფია, ციფრული ჰუმანიტარია სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: […]

ინტერნეტსაზოგადებამ ახალი წესდება დაამტკიცა
2022 წლის 3-5 მაისს ინტერნეტსაზოგადოება საქართველომ ჩაატარა ელექტრონული კენჭისყრა წესდების დამტკიცების თაობაზე. კენჭისყრაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოების წევრთა მიერ შედგენილი წესდება. მასში მონაწილეობა მიიღო წევრების 64% პროცენტმა, 38 წევრმა. კენჭისყრით გათვალისწინებული საკითხი იყო, უჭერენ თუ არა მხარს წევრები წარმოდგენილ წესდებას. შედეგების განისაზღვრა შემდეგნაირად: მხარს ვუჭერ – 97 % (37 წევრი) არ ვუჭერ მხარს – 3 % […]

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი
ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე კვანძისაგან შემდგარ ქსელურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდება IP ტრაფიკის გაცვლა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც არიან დამოუკიდებელი ქსელების (ავტონომიური სისტემების) მფლობელები. ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრები, აუცილებელია ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ქსელისა და ინტერნეტის შესაქმნელად. ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად განვითარებულია, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტ და კონტენტ […]

IoB სისტემები
ტერმინი The Internet of bodies (IoB) 2016 წელს ჩამოყალიბდა. ამ ტერმინით აღწერენ მოწყობილობებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან და აკონტროლებენ მათ ფიზიოლოგიურ, ბიომეტრიულ ან ქცევით მონაცემებს. ფაქტობრივად, ადამიანების სხეულს იყენებენ, როგორც მონაცემთა წყაროს. 1 მილიარდზე მეტი ადამიანი, თითქმის ამერიკის მოსახლეობის 70% უკვე აქტიურად იყენებს IoB სისტემას. მათ შორის დიდი წილი მოდის ჭკვიანი საათებისა და ფიზიკური აქტივობის […]

კიბერ თავდასხმები
კიბერშეტევა თანამედროვე, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 39 წამში ერთი კიბერ თავდასხმა ხდება. წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ცნობილი კიბერშეტევას მსოფლიოში: ყველაფერი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან დაიწყო. მელისა ვაირუსმა მომხმარებლებთან გაგზავნა ვორდის ფაილები, რომლებიც შეიცავდა ვირუსს. ამ ფაქტმა დააზარალა ასობით კომპანია, მათ შორის Microsoft-ი. საბოლოოდ, კომპიუტერული სისტემების შეკეთებას 80 მილიონი დოლარი დასჭირდა. 1999 წელს […]

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის ტელეფონზე დამოკიდებულებას
თქვენი ბავშვი ტელეფონზეა დამოკიდებული? ეს განისაზღვრება იმ საათების რაოდენობით, რომლებსაც იგი ატარებს სმარტფონის ეკრანის პირისპირ. ამ სირთულის გადასალახავად შეიქმნა ისეთი აპლიკაციები, რითაც მშობელს ეძლევა შესაძლებლობა აკონტროლოს ბავშვის მიერ ინტერნეტში გატარებული დრო და კონტენტი, რასაც უყურებს. მათ შორისაა Family Link-ის აპლიკაცია. Family Link: https://families.google.com/familylink/ რა შესაძლებლობები აქვს მშობელს მოცემული აპლიკაციის დახმარებით? მშობელს შეუძლია თავად აირჩიოს ის […]

ესეების კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატურმა ჯგუფმა მოიგო გრანტი 3500 $ -ის ოდენობით, რის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. პროექტის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოაცხადებს ესეების კონკურსს, თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის […]

აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება საზოგადოებაში გაწევიანების წესისა და პირობების თაობაზე
აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება საზოგადოებაში გაწევიანების წესისა და პირობების თაობაზე 2022 წლის 7 მარტს ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა გადაწყვეტილება საზოგადოებაში გაწევიანების წესისა და პირობების თაობაზე. ხსენებული დოკუმენტით გათვალისწინებულია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების გაწევრიანების კრიტერიუმებს

ინტერნეტ საზოგადოებამ მიიღო მნიშვნელოვანი ცვლილებები საწევრო გადასახადისა და ორგანიზაციული სტრუქტურის თაობაზე
2022 წლის 18-21 იანვარს ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ ჩაატარა ონლაინ კენჭისყრა შემდეგ საკითხებზე: ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა უნდა იყოს რეგისტრირებული კავშირი – ა(ა)იპ; არარეგისტრირებული კავშირი. ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს საწევრო გადასახადი წელიწადში 10 ლარის ოდენობით; არ უნდა ჰქონდეს საწევრო გადასახადი. ხმათა უმრავლებოსით, კენჭისყრის შედეგების თანახმად, გადაწყდა, რომ ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლობა უნდა დარეგისტრირდეს არასამთავრობო ორგანიზაციად […]

საერთაშორისო კონფერენცია “ქართული ენა ინტერნეტში” 21 თებერვალს ჩატარდება
21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ. სწორედ ამ დღეს ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გეგმავს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემატიკას ეხება. კონფერენციის თემებია: ენობრივი ტექნოლოგიების საკითხები 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიაში ციფრული რესურსების შექმნა და ხელმისაწვდომობა ციფრული განათლება ქართულენოვანი აუდიო-ვიზუალური რესურსი ქართულენოვანი ვიკიპედია .გე დომენი პანდემიის გამო ღონისძიება ჩატარდება ონლაინფორმატით. ღონისძიების […]