ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia Chapter) აყალიბებს თემატურ ჯგუფებს. თითოეულ ჯგუფს ერთი სპიკერი – ხელმძღვანელი ეყოლება და მისი დანიშვნა დამოკიდებულია არჩევითობის პრინციპზე. 2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს “ინტერნეტ საზოგადოება” გამოდის ინიციატით ჩამოყალიბდეს შემდეგი თემატური (საექსპერტო) ჯგუფები: კიბერ-უსაფრთხოება; ინტერნეტ-სამართალი; ლოკალური კონტენტი; ინფრასტრუქტურა; ნივთების ინტერნეტი – IoT; პერსონალური მონაცემები; .ge დომენი; განათლება; ხელოვნური ინტელექტი.
